პროექტები

პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება
„ქიმია და ჩვენ“
პროექტში მონაწილეობა
 საჯარო სკოლის 8კლასის მოსწავლეები
პროექტის ხელმძღვანელი
მარიამ გოგინაშვილი
პროექტის კავშირი ესგ-ს შედეგებთან და ინდიკატორებთან
ქიმ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია მეტალთა და არამეტალთა კვლევა, შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ასახელებს ზოგიერთ მარილს, მათი გამოყენების სფეროს ყოფა-ცხოვრებაში
ქიმ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
ქიმ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების აღრიცხვა.
ქიმ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
ქიმ.IX.4. მოსწავლეს სეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ქიმ.X.12. მოსწავლეს შეუძლია ქიმიური ელემენტებისა და მათი ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.


პრობლემის ანალიზი
სკოლაში უკვე ორი წელია ფუნქციონირებს კლუბისხივი , რომელიც მრავალი საინტერესო ღონისძიების ინიციატიორია. ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს ანკეტური გამოკითხვა, რამდენად იცნობენ მოსწავლეები, მასწავლებელები და მათი მშობლები ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებს (ანკეტის კითხვარები ეხებოდა ბუნებრივ საღებავებს, ჰიგიებურ და კოსმეტიკურ საშუალებებს, საკვებ დანამატებს),მათ ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები არის თუ არა საკვებზე დამოკიდებული?  აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 80% ამ საკითხებში გაუთვითცნობიერებელია.
პროექტის მიზანი
მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების  შესახებ, შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება (ცოდნის ტრანსფერი)
პროექტის ამოცანები
ფართო აუდიტორიისათვის შემდეგი საკითხების პრეზენტირება-გაცნობა:
1.       ხალხურ რეწვაში გამოყენებული საღებავების, მისი შემადგენელი კომპონენტების და დამზადების ტექნოლოგიების შესახებ.
2.       ყველაზე „ხანდაზმული“ ყველაზე ტრადიციული ჰიგიენური საშუალებების ქიმიური შემადგენლობა და გამოყენება
3.       ბუნებრივი და სინთეზური საკვები დანამატების გამოყენების შესაძლო ნორმების შესახებ.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შედგენილობისა და როლის შესახებ. (ბუნებრივი საღებავები, ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები, საკვები დანამატები)მოსწავლეებს განუვითარდებათ საშინაო ექსპერიმენტების ჩატარების, თანამშრომლობით სამუშაოების შესრულების,ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის გაკეთების, ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები. ისინი შეძლებენ საკვები დანამატების გაცნობისა და შესწავლის შემდეგ შეარჩიონ საკვების ოპტიმალური რაციონი,გააკეთონ არჩევანი ბუნებრივ და სინთეზურ საღებავებს შორის, რაც დაეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში.
მიზნობრივი ჯგუფი
IX-XIკლასის მოსწავლეები
ამოცანების საქმიანობისათვის განსახორციელებელი საქმიანობები
პროექტზე მომუშავე ჯგუფებს შორის საქმიანობები შედეგნაირად გადანაწილდა:


საპრეზენტაციო მასალა
განსახორციელებელი აქტივობები
განხორციელების დრო დაწყება-დამთავრება
IX
ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები
პრეზენტაციის გაკეთება, საინფორმაციო ცხრილების შექმნა საფეიქრო ნაწარმის მოვლის პირობების შესახებ
2018წლის,11ოქტომბერი 2018წლის 14დეკემბრამდე
X
საკვები დანამატების შესახებ
კლასი
2019 წლის 11 აპრილიდან 2019 წლის 20 მაისამდე
XI
ბუნებრივი საღებავი ნივთიერებები
პრეზენტაციის გაკეთება, საინფორმაციო ცხრილების შექმნა, ვიდეო ფილმის ჩვენება, მოსწავლეთა მიერ ღებვის პროცესის განხორციელება ბუნებრივი საღებავებით (ხახვის ფურცელი, ენდრო)
2019 წლის 11 აპრილიდან 2019 წლის 20 მაისამდე.

 პროექტის განხორციელება
IXკლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების ქიმიური შედგენილობისა და როლის შესახებ, დაინაწილეს საპრეზენტაციო მასალა,   შექმნეს საინფორმაციო ცხრილები, სლაიდები და წარდგნენ კლასის  წინაშე.მათ გააცნეს აუდიტორიას კბილის პასტაში,ფრჩხილების ლაქში,თმის საღებავებში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, დანამატები (კონსერვანტები,ემულგატორები) და მათგან გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგები.
X კლასის მოსწავლეებმა სათანადო ლიტერატურული წყაროებიდან მოახდინეს მასალის მოძიება საკვები დანამატების შესახებ და მოაწყვეს პრეზენტაცია მოსწავლეებისათვის. აუდიტორის წინაშე გამოაკრეს თემის შესაბამისი საინფორმაციო ცხრილი, საკვების ეტიკეტებზე (მაიონეზი, ლუდი, ჩიპსები, კარაქი და სხვა.) მოძებნეს და დამსწრეთ გააცნეს: საკვები დანამატების კონსერვანტების, ემულგატორების, სტაბილიზატორების და სხვათა აღმნიშვნელი სიმბოლოები, მოსალოდნელი საფრთხე, რაც შეიძლება მოყვეს მათ არანორმირებულ გამოყენებას და ხუთი ყველაზე საშიში საკვები დანამატი.დამსწრეთ დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები.
XI  კლასისმოსწავლეთა ჯგუფმა თავიანთი ბებიებისგან, ბაბუებისგან მოიძიეს ინფორმაცია ბუნებრივი, მინერალური და ორგანული საღებავების შესახებ, დაუმატეს საინფორმაციო წყაროდან ამოღებული მასალები, ერთობლივად შექმნეს საპრეტენზიო ცხრილები, სლაიდები, მოაწყვეს მასალის პრეზენტირება ფართო აუდიტორიის წინაშე, წარმოადგინეს  ვიდეოფილმი „ხალხური საღებავებით ღებვა“.
პროექტის მონიტორინგის ინდიკატორები:შესრულებული საინფორმაციო მასალა(ცხრილების სახით),ისტი-ს ტექნოლოგიების გამოყენებით აწყობილი სლაიდები, ბუნებრივი საღებავით შეღებილი ტილოს ნიმუში, მოსწავლეთა შთაბეჭდილებები, რომელთა მთავარი შინაარსი ასეთი იყო:
1.პროდუქტების შერჩევისას ყურადებას მივაქცევ ეტიკეტს
 2.დავაკვირდები შენახვის ვადას
3.ეტიკეტზე აუცილებლად მოვნახავ საკვები დანამატის სახეობას 4.დიდი მადლობა საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციებისათვის
პროექტის რესურსები:თაბახის ფურცლები,ფორმტები,მარკერები,პროექტორი,ციფრული ფოტოაპარატი, ბუნებრივი საღებავები:ხახვის ფურცლები, ენდრო, თეთრი ტილოს ნაჭერი, ინტერნეტრესურსები: საპრეზენტაციო მასალები,ვიდეოფილმები.

პროექტის შუალედური შეფასება ხდებოდა პროექტის მონაწილეებისათვის განკუთვნილი კითხვარის მეშვეობით
1.სასარგებლო იყო თუ არა შენთვის პროექტის ეს ნაწილი
ა)დიახ             ბ) არა გ)მეტ-ნაკლებად                                                                                                      2..საპრეზენტაციო მასალა შენთვის
ა) სრულიად უცნობი იყო             ბ)ნაწილობრივ ნაცნობი იყო
გ) თითქმის ყველაფერი ვიცოდი                                                                       
3. ცხოვრების რომელ  სფეროში გამოყენებულ ქიმიური  ნივთიერებების
      გაცნობას ისურვებდი?

Description: WP_20170523_14_38_31_Proპროექტის რეფლექსია
პროექტი „ქიმია და ჩვენ“ ხორციელდებოდა 2018 წ. ნოემბრიდან 2019 წლის 20 მაისამდე. პროექტი აქტუალურია, რადგანაც აუცილებელია მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მათ მშობლებმა იცოდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ქიმ. ნივთიერებების თვისებები, როგორც სასიკეთო, ასევე მოსალოდნელი საფრთხეების თვალსაზრისით.
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეები მუდმივად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. მოიძიეს უამრავი საინტერესო მასალა ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების ქიმიური შედგენილობისა და როლის შესახებ. (ბუნებრივი საღებავები, ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები, საკვები დანამატები), აუდიტორიის წინაშე გააკეთეს პრეზენტაცია, აქტივობების გამოყენებით დასახული მიზანი მიღწეული იქნა.მოსწავლეებს, და დამსწრე აუდიტორიას ყველაზე მეტად მოეწონათ პროექტის ის ნაწილი,სადაც   გაეცნენ საკვების დანამატებს და მათგან გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეებს. ამის შემდეგ უკეთესად მოხდება მათ მიერ კვების რაციონის შერჩევა.
მოსწავლეებს პროექტზე მუშაობით განუვითარდათ თანამშრომლობის, კომუნიკაციის,ორგანიზაციის,პროდუქტის შექმნის,პასუხისმგებლობის,თვითშეფასების უნარები,მათ შეძლეს აუდიტორიის    დაინტერესება, ქიმიის, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი გაუჩნდათ მეტი სიყვარული და ინტერესი, რაც სამომავლოდ  უკეთესი წარმატების საწინდარი იქნება.პროექტის განხორციელება წარიმართა გეგმის მიხედვით,არ მომხდარა რომელიმე აქტივობის მოდიფიცირება.
პროექტი არის მდგრადი განვითარების,რადგანაც მიღებული ცოდნა არ არის ერთჯერადი, არამედ მომავალშიც გამოყენებადი და ყურადსაღებია

Комментариев нет:

Отправить комментарий